23:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 15:01:28, 1265 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში ტრადიციული საშობაო მსვლელობა - "ალილო" გაიმართა.

აჭარის მთავრობის ცნობით, საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეუერთდა.

მთავრობის თავმჯდომარემ "ალილოს" მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა.

შობის მახარობლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics