20:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 16:50:10, 1247 ნახვა

რეგიონი
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ დახურვის ღონისძიება გამართა

აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის" დახურვის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის დასაქმების  სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის საელჩოს, ჰანზას პარლამენტის, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

"ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვისათვის განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების წარდგენა, საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და შენობა ნაგებობების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე მსჯელობა.

ღონისძიების დასასრულს „შენობა-ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის“ პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულთა და ბათუმის ბაღების გაერთიანების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics