11:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 17:10:24, 1133 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მიმდინარე მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა.  პროექტის ღირებულება 31 მლნ ლარს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო ბათუმი ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი,182 ბინაზე გათვლილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს ავარიული სახლების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას. პროგრამის ფარგლებში ბათუმში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, ასევე 11 მისამართზე განხორციელდა გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები.

,,ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩვენ აქტიურად ავამოქმედეთ მართლაც, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამა - ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ამ მიმართულებით სრულად არის მობილიზებული საბიუჯეტო რესურსი. შემდეგი 2 წლის განმავლობაში 3000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება ახალი, თანამედროვე საცხოვრისით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების რეაბილიტაცია. მისასალმებელია, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ხახულის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წლების გამავლობაში იყო მოუწესრიგებელი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროგრამა ბათუმი ავარიული სახლების გარეშე ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ბათუმში მიმდინარე პროექტებს საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics