11:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 17:38:29, 1162 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ორთქიფანიძესთან, საქრთველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

შუახევის მერიის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის შუახევის მკვიდრები ამირან მამალაძე, იაგო მიქელაძე, წარმოშობით შუახეველები, რომან ზოიძე და თენგიზ ჭაღალიძე.

"დღეს ომარ ტაკიძე, გმირულად დაღუპული იაგო მიქელაძისა და  ამირან მამალაძის ოჯახებს პირადად ესტუმრა, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა და გმირების საფლავებს პატივი მიაგო.

ამირან მამალაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტის ლექტორებმა, სტუდენტებმა და  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics