00:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 10:43:55, 1147 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბურსას მერს, ალინურ აქთაშს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას მერს, ალინურ აქთაშს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, დაიგეგმა სამომავლოდ პროექტების ერთობლივად განხორციელება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ბურსაში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოქალაქეებისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. თორნიკე რიჟვაძე თურქეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics