15:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 14:29:27, 739 ნახვა

რეგიონი
კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ზურაბ გელიტაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

პროექტს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს,  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008  ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე  ეწყობა   ეზოში შესასვლელები,  საფეხმავლოები, ნარჩენი ურნის ჯიბეები, რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით და საგზაო ნიშნები.

„წერეთლის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და დღემდე მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე სამუშაოები რათა მოსახლეობამ გადაადგილება მალე კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეძლოს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics