19:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 13:07:32, 1092 ნახვა

რეგიონი
უზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მთიანი აჭარა, მტირალას ეროვნული პარკი, პეტრას ციხე, ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიული მუზეუმები. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტისას ჟურნალისტები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბუნებას გაეცნენ.

„უზბეკეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით  ფრენები 21 მაისიდან განაახლა და  კვირაში ორი სიხშირით სეზონის განმავლობაში იფრენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების მოწვევას წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე ბათუმს უკვე სტუმრობდა ყაზახი, არაბი, ებრაელი, სამხრეთ კორეელი, სერბი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. უზბეკი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის ორგანიზებით სტუმრობდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics