02:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 20:36:57, 1267 ნახვა

კომენტარი
ჩალაძე ზურაბ ჩხაიძეზე - დროა, ბატონმა ზურაბმა პოლიტიკური „coming out“ გააკეთოს

დროა, ბატონმა ზურაბმა პოლიტიკური “coming out” გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა ‘მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, ზურაბ ჩხაიძის კომენტარს.

ზურაბ ჩხაიძემ ბრალი დასდო, გიორგი ჩალაძეს, რომ ის ცრუობს სამედიცინო დოკუმენტების შესახებ არ არსებობის შესახებ, მაგრამ როგორც ჩალაძე აღნიშნავს, ბატონმა ზურაბმა საქმე ისევ ჭორაობაში გადაიტანა და მისი სიტყვების ინტერპრეტაცია მოახდინა და არაფერი უთქვამს სამედიცინო დოკუმენტების არ არსებობის შესახებ;

„პირველ რიგში, რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, ბატონმა ზურაბმა თავის ჩვეულ ჭრილში საქმე გადაიყვანა ჭორაობაზე. სამწუხარო არის ის, რომ „რუსთავი 2“- მა ვერ მოახერხა მომენტალურად ექსპერიმენტის განხორციელება. ჩემი ლაივი ნანახი ექნება ყველას, ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს იმ წუთას და არა მომზადების შემდეგ, დილით. საუბარი არის, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის მათთვისაც კი მაშინ, როცა ეს გამოვაცხადე არა დილა უთენია. საერთოდ, რომ დოკუმენტები არ არსებობს, არსად არ თქმულა და ეს არის უგუნურება, პრიმიტიული მცდელობა, გადაიყვანოს სხვა თემაზე საუბარი. დოკუმენტები არსებობს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, კონტროლდება სუს-ის მიერ. მე მესმის, რომ ბატონი ზურაბი არის ახალი, დამწყები პოლიტიკოსი და ძალიან უჭირს სწორი სიტყვების მოძიება ექიმობიდან, მაგრამ მე მგონია, რომ დრო მოვიდა მისი პოლიტიკური „coming out” გააკეთოს“.  - განაცხადა გიორგი ჩალაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics