16:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 13:52:36, 1641 ნახვა

რეგიონი
ბათუმში დღეს საახალწლო კონცერტი გაიმართება და ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთება

ბათუმში საახალწლო კონცერტი დღეს, 25 დეკემბერს 18:00 დან დაიწყება, მთავარი ნაძვის ხე, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე აინთება.

საზეიმო კონცერტი 18:00 საათიდან დაიწყება. საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი ლურჯი იალქანი და პარამიტა.

ხოლო 20:00 საათზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ, გაიმართება გალაკონცერტი. ღონისძიებაზე მსმენელის წინაში წარდგებიან რანინა და ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად. დღესვე გაიხსნება „საახალწლო ეზო" და გამოფენები.

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც  სხვადასხვა კულტურული და საბავშვო ღონისძიება, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. ხოლო 30 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის ქუჩებში საახალწლო ქარავანი იმოძრავებს. რაც შეეხება გალა კონცერტებს, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამესა და 7 იანვარს  გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 25 დეკემბერს 18:00 დან ღამის 2 საათამდე უფასოდ იმოძრავებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics