14:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 16:08:22, 1812 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გორში ახლადაშენებული ყაზარმა გახსნა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახლადაშენებული სამსართულიანი ყაზარმა გახსნა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი შენობა მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიხედვით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ყაზარმა ნატოს სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. შენობა აღიჭურვა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით და მოეწყო სველი წერტილები, დაიგო ახალი იატაკი, განახლდა ჭერი, კედლები და განათების სისტემები. ახლადაშენებულ ყაზარმაში განთავსდა ახალი ავეჯი და ინვენტარი. ბრიგადაში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც შესრულდა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics