15:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 12:17:57, 1741 ნახვა

სამხედრო
მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. 

გეგმიურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. 

ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics