15:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-23 18:16:38, 1607 ნახვა

რეგიონი
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2022“ გაიმართა

კასპში დღეს სახალხო დღესასწაული „კასპობა 2022“ გაიმართა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრში საადღესასწაულო კუთხეები მოაწყვეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, მეწარმეებმა, ხელოვანებმა.

გაიმართა სპორტული აქტივობები, ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა, ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე. 

მაყურებლის წინაშე საკუთარი თვითშემოქმედებით წარდგნენ ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები, ქალაქის ახალი ბენდი, ინდივიდუალური შემსრულებლები. 

ღონისძიება დასრულდა გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდა ღამის შოუს ბედი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაზე დამსწრეთ დღესასწაული კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და მოადგილე აბიკო აბესაძე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics