15:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 15:30:07, 1631 ნახვა

რეგიონი
ქვემო გომში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მიმდინარე სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.

კასპის მერიის ცნობით, მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დანი ქონსტრაქშენი“ ახორციელებს. მოედანზე უკვე მოწყობილია  საძირკველი და ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, აღიჭურვება საფეხბურთო კარით და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 93 333 ლარია.

"მუნიციპალიტეტისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, ამით ხელი ეწყობა სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. „მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების გარდა გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორებიც ეწყობა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნაა ", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics