20:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 16:54:54, 1492 ნახვა

რეგიონი
ქედაში ,,საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ქედაში ,,საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრას თემაზე - ,,საქართველოს ევროპული პერსპექტივა" საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურა ხამაშურიძე და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის რეგიონული წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი უძღვებოდა. 

 შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, გაწევრიანების პროცედურებზე და შემდგომში მიღებული სარგებლის მნიშვნელობაზე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics