18:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 16:20:47, 1014 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

აჭარაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისკ ჯგუფებისათვის გათვალისწინებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია. დღეს, აცრა წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბინადრებსა და მომსახურე პერსონალს ჩაუტარდა. ვაქცინაციასთან ერთად, სათნოების სახლის ბენეფიციარებს გაეწიათ ანგიოლოგის, ნევროლოგის, ქირურგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

სამედიცინო აქცია სათნოების სახლში აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაიგეგმა. პროცესს მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშილი ესწრებოდნენ.  

,,სამინისტრომ ერთგვარ ტრადიციად დანერგა სავანეში მრავალპროფილური პროფილაქტიკური სამედიცინო აქციის ორგანიზება. საჭიროების მიხედვით იგეგმება სხვადასხვა ექიმის კონსულტაცია. პარალელურად, ჩავატარეთ გრიპის სეზონური ვაქცინაცია. განსაზღვრულია მაღალი რისკ ჯგუფები, ყველას მოვუწოდებ მიმართოს თავის ოჯახის ექიმს და  დროულად ჩაიტარონ იმუნიზაცია“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა  შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ  ვაქცინებს შორის.

აჭარაში ამ ეტაპზე მიღებუულია 10 000 დოზა ვაქცინა და  უკვე გადაწილებიულია ამცრელ დაწესებულებებზე.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics