|
2022-04-18 11:41:58, 1202 ნახვა
რეგიონი
კასპში კონკურსის „ქალაქი, რომელშიც ვიცხოვრებ - კასპი 2050“ პრეზენტაცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, სათემო ცენტრის "კომლი - komli" - ის მიერ გამოცხადებულ და კასპის მერიის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის “ქალაქი, რომელშიც ვიცხოვრებ - კასპი 2050” მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მიზანი იყო, ახალგაზრდებს თავად შეექმნათ თავისი ქალაქის განვითარების მათეული ხედვა, რომელსაც ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირებს წარუდგენენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიზნის მიღწევა უფრო მარტივდება მაშინ, როდესაც არსებობს კონკრეტულ დროში გაწერილი გეგმა, რათა შენი ქალაქი გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოში. კონკურსში მონაწილეობდნენ: თამთა ზანგური - ოკამის საჯარო სკოლა, თიკო ხორბალაძე - დოესის საჯარო სკოლა, ხატია გინტური - კასპის #4საჯარო სკოლა, ნიკა ქოსაშვილი - კასპის #1 საჯარო სკოლა, მარიამ აბრამიძე - დოესის საჯარო სკოლა, ანი ბერიანიძე და ანი თათარაშვილი - კასპის #4 საჯარო სკოლა, ნატა მელაძე - კასპის #1 საჯარო სკოლა, ოკამის საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასი და თამარ ელოშვილი - ქვემო ჭალის საჯარო სკოლა. ახალგაზრდებმა პროექტებში (9) კასპი წარმოადგინეს, როგორც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ცენტრი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქი თანამედროვე ურბანიზაციით, ტურიზმით, ტრადიციებით, ეკონომიკური წინსვლით, განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე, შრომისმოყვარე და საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ახალგაზრდებით, რომლებიც მომავალში თავად ჩაუდგებიან სათავეში ქალაქის წინსვლას და განვითარებას. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ჟიურისთან ერთად წარმოდგენილი პროექტების შეფასებისას ახალგაზრდებისგან წამოსული ხედვები შეაფასა როგორც პრიორიტეტული და ზოგიერთი მათგანის რეალიზაციის სურვილიც გამოთქვა, ამასთან, სამომავლო მხარდაჭერაც აღუთქვა.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)