|
2021-07-28 16:18:14, 818 ნახვა
კომენტარი
მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა
“მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა, ძალიან გთხოვთ, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს”, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო კომენტარი დღეს დილით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი, ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული. მინდა განვაცხადო, რომ ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, რომ იყოს ის ანტივაქსერი და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა. ძალიან გთხოვთ, ყველას დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და დღეს, პანდემიის პირობებში ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ავყვეთ პროვოკაციებს და შესაბამისად, მოვახდინოთ მოსახლეობის დეზინფორმაცია", -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ .
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)