|
2021-06-30 17:00:39, 1184 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კურსის მეათე გამოშვების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეათე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებული ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და მსმენელებს სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვეს. მათ სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკელ ინსტრუქტორებს, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ყოველწლიურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიება კურსდამთავრებულებისათვის დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით გაგრძელდა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი იოსებ ლორთქიფანიძე თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით - „GLOCK”-ი ტიპის პისტოლეტით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა დაასრულა წარმატებით. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიას, თავდაცვის მენეჯმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა. 2020-2021 წლებში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, აშშ-ის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო თავდაცვის ძალების უფროსი ოფიცრების კვალიფიკაციის ასამაღლებელ არასაგანმანათლებლო სხვადასხვა სასწავლო პროგრამის, „შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა“ და „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა“ განხორციელებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)