21:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 20:15:23, 598 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - 6 თვის განმავლობაში ქვეყანა საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეთ, რამაც სახელმწიფოს ზიანი მიაყენა

„6 თვის განმავლობაში ქვეყანა საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეთ, რამაც სახელმწიფოს ზიანი მიაყენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან არავითარი არგუმენტი არ არსებობდა, გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა.

„მანამ, ვიდრე კითხვებზე პასუხების გაცემას დავიწყებ, მინდა, კითხვა დავუსვა იმ ოპოზიციას, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი.

ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება, მეგობრებო, იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი ამ ადამიანების მიერ, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა.

საბოლოო ჯამში, კარგია, რომ აქ სხედხართ, შემოხვედით პარლამენტში, მისასალმებელია, რომ შემოხვედით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics