2021-05-19 21:46:56, 573 ნახვა
კომენტარი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი: მტკიცედ ვაპირებ განვაგრძო ოპერაცია ღაზას სექტორში
„მტკიცედ ვაპირებ განვაგრძო ოპერაცია ღაზას სექტორში“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში ოპერაციებს მანამ გააგრძელებს, სანამ ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დაბრუნდება.
„მე განსაკუთრებით მაღალ შეფასებას ვაძლევ ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას, რომელმაც დაადასტურა ჩვენი უფლება თავდაცვის შესახებ.
მე მტკიცედ ვაპირებ განვაგრძო ოპერაცია მანამდე, ვიდრე არ მიიღწევა მისი ამოცანა: უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაბრუნება თქვენთვის, ისრაელის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,