09:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 11:24:24, 687 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - ნიკა მელია ამ ბრძოლიდან ღირსეულად, გამარჯვებული გამოვა

ნიკა მელია ამ ბრძოლიდან ღირსეულად, გამარჯვებული გამოვა, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი კონდახიშვილი აღნიშნავს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებენ.

„აღკვეთის საკითხს, თავიდან ბოლომდე ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი ხელიუფლების ხელშია, მათ ჯებისმიერ დროს შეუძლია თუნდაც დღეს, ამ სასამართლო პროცესზე იშუამდგომლონ და დაასრულონ ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი ან მომავალი პროცესები, ფაქტი არის ერთი, ნიკა მელია გამოვა ამ ბძოლიდან ღირსეულად, გამარჯვებული, ის არის პოლიტიკოსი, რომელიც პრინციპული და თანმიმდევრულია მის ბრძოლაში და უპირობოდ იქნება გამარჯვებული.

ჩვენ გვექება შუამდგომლობა რომ გადაიდოს ეს სასამართლო პროცესი, სანამ სასამართლო და პროკურატურა არ მიიღებს მომავალში დირექტივას ხელისუფლებისგან თუ რა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ბუდანოვს პატივს სცემენ აშშ-სა და რუსეთში
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics