10:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 20:09:21, 753 ნახვა

კომენტარი
დევიდ კრამერი - მელია უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება

„მელია უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა არა ადგილების შესავსებად.

„ნამდვილად ვიცი, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა უნდა იქონიონ გავლენა ორივე მხარეზე, რომ შესაძლებელი იყოს კომპრომისის მიღწევა.

უნდა ვიპოვოთ ბალანსი, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა არა მხოლოდ ადგილების შესავსებად.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამერიკა ვერ იტყვის, რომ ეს აუცილებლად საჭიროა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ მელია უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისი შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა დევიდ კრამერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics