11:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 22:54:28, 524 ნახვა

კომენტარი
ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილზე - თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული

„თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გონიერი პოლიტიკოსია.

„მე მიშას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მეგონა, რომ ის გონიერი პოლიტიკოსია. მან იცის, რომ ის გახიზნულია, მას რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას.

მეორე მხრივ, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული. მაგრამ მისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს.

სწორედ ამიტომ ვარ დამწუხრებული. პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვისურვებდი, რომ ის ჩუმად ყოფილიყო ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა და არ ჩარეულიყო. ეს არის ერთადერთი გზავნილი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics