14:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 17:11:25, 595 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - კოვიდინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს

კოვიდინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ე.წ ეპიდემიოლოგიური ინდიკატორი მიდის შედარებით დამშვიდებისკენ, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს გარკვეულად ტენდენცია სერიოზული სტაბილიზაციის, რაც გამოიხატება როგორც ახალი შემთხვევების, ასევე სიკვდილიანობის კლებაში, ასევე დადებითობის მაჩვენებლის კლებაში, ანუ ყველა ე.წ ეპიდემიოლოგიური ინდიკატორი მიდის შედარებით დამშვიდებისკენ, მაგრამ ეს არავითარ საფუძველს დამშვიდებისა არ გვაძლევს, რამუთუ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ინციდენტობი მაჩვენებელი, რომელიც მერყეობს 1-2%-ს შორის, დღეს ისევ გარკვეულად, ასე ვთქვათ „მოიქნია კუდი“ და 1.8-ზე ავიდა, როდესაც ახალ შემთხვევათა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა - უკვე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ახალი შემთხვევები, ძალიან მაღალი ტესტირების ფონზე, დღეს სამწუხაროდ ისევ საკმაოდ მაღალ 29 600 ტესტის ჩატარების ფონზე, გვაქვს 537 ახალი შემთხვევა, რაც მანიშნებელია, რომ ინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესდეს, მითუმეტეს მოხდა ეტაპობრივად შეზღუდვების შემსუბუქება, რომელაც შესაძლოა გამოიწვიოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics