20:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 13:11:04, 628 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მთავრობამ მოსახლეობას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომუნიკაცია მოაკლო და ამიტომ დაგროვდა ამდენი კითხვა

„ალბათ მთავრობამ მოსახლეობას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომუნიკაცია მოაკლო და ამიტომ დაგროვდა ამდენი კითხვა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა.

როგორც ის ამბობს, აქვს იმედი, რომ ჰესთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ.

„ბევრ რამეში ჩვენ ვთვლით, რომ მოსახლეობა ბოლომდე გარკვეული არ არის და ვთვლით, რომ დიალოგი, განმარტებები არის აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები და არ აქვთ  ნეგატიური დღის წესრიგი, მჯერა, რომ ასეთი ადამიანები ბრძანდებიან რიონის მცველები, რომ ყოველთვის მოინახება კონსტრუქიული პლატფორმა შეთანხმებისთვის. ალბათ, ჩვენ მთავრობამ, მე პირადად და ჩვენმა კოლეგებმა მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომ დაგროვდა ამდენი კითხვა. ვხედავთ ამ პრობლებას ჩვენ“, - განაცხადა ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ცაგერის კულტურის სახლში ნამახვანჰესის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას რიონის ხეობის მოსახლეობა არ ესწრება. მისი თქმით, შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი დახურული ტიპის შეხვედრის ჩატარება გახდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics