|
2015-10-03 10:18:15, 713 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო დააკავეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია. გობეჯიშვილი სამართალდაცველებმა გვიან ღამით დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება. საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ -ში დაიწყება. ცნობისთვის არჩევნებში ხმას 35 დელეგეტი ფარული კენჭისყრით მისცემს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კენჭს რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იყრიან. აქამდე აღნიშნული თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)