|
2015-10-02 17:10:59, 676 ნახვა
სამართალი
ქობულეთში ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლაშა გ. ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, საღამოს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან „ფორდის“ მარკის ავტომობილი გაიტაცა. "დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ, ბრალდებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, გატაცებული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ლაშა გ. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებენ შსს-ში. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)