02:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 14:06:29, 580 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ „რუსთავი 2“ -ის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ტელეკომპანიის დამცველებმა  პროცესის დაწყებისას მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა, მეორე შუამდგომლობა კი პროცესის გადადებას ეხებოდა.

როგორც ცნობილია, ადვოკატებმა ჯერ კიდევ წინა პროცესზე ჩააყენეს მოსამართლე ურთმელიძე საქმის კურსში, რომ არხის გენერალური დირექტორი და მთავარი იურისტი დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდნენ, რის გამოც პროცესის გადადება ითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 2 ოქტომბერს სხდომა მაინც ჩანიშნა.

მოსამართლის განცხადებით,  რუსთავი 2-ის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.

"მე ვფიქრობ, რუსთავი 2 ცდილობს თავის რეჟიმზე ამყოფოს სასამართლო", - განაცხადა ურთმელიძემ.

ამ წუთებში რუსთავი 2-ის მხარე ითხოვს საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics