|
2015-10-01 15:51:10, 814 ნახვა
სამართალი
ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წელი მაღალმთიან დასახლებაში იმუშავებს
ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიან დასახლებებში განახორციელებს, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ცვლილებას „ნოტარიატის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველო მთავრობაა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ ადგილებში მომუშავე ნოტარიუსს ფინანსურ დახმარებას ნოტარიუსთა პალატა გაუწევს. დღეისათვის, ნოტარიუსი, რომლის შემოსავალიც 1 500 ლარზე ნაკლებია, ნოტარიუსთა პალატისგან ღებულობს ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, ზოგ შემთხვევაში კი, ნოტარიუსთა პალატა მათ ბინის ქირის საფასურს უნაზღაურებს, ყიდულობს საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკას და სხვა. აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში კი, განსაზღვრული კატეგორიის ნოტარიუსებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ნოტარიუსთა პალატის კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული და ამგვარი დახმარების გაწევა მის ვალდებულებად იქცევა. ნოტარიუსად დანიშვნიდან სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შესაძლებლობა ექნება იმავე დასახლებაში გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა ან თავისი სანოტარო ბიურო ნებისმიერ სხვა ადგილას გადაიტანოს. თუ ეს დასახლება, იმ დროისათვის იმ დასახლებათა ნუსხაში იქნება შეტანილი, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ნოტარიუსთა პალატა ვალდებული იქნება გააგრძელოს ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარება. აქვე, კანონპროექტის მიხედვით, ნოტარიუსად არ დაინიშნება პირი, რომელიც უარს ამბობს აღნიშნულ დასახლებაში სანოტარო საქმიანობაზე. პროექტის ავტორის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან 146 ნოტარიუსი სანოტარო მომსახურებას თბილისში ახორციელებს, 12– ბათუმში, 11– ქუთაისში და 83 ნოტარიუსი დარჩენილი ტერიტორიის შედარებით ნაკლებად დასახლებულ მუნიციპალიტეტებს ემსახურება. ამჟამად არც ერთი ნოტარიუსი არ ემსახურება 11 მუნიციპალიტეტში, წყალტუბოში, ქედაში, ცაგერში, მესტიაში, ვანში, ონში, ასპინძაში, თიანეთში, ადიგენში, ამბროლაურში მცხოვრებ მოსახლეობას. 29 მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ნოტარიუსი ემსახურება მოსახლეობას – ესენია საგარეჯოს, ყვარლის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, ბორჯომის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღთდათის, ხონის, ჭიათურის, თერჯოლის, ტყიბულის, აბაშის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ლენტეხის, ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)