00:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 10:19:21, 678 ნახვა

სამართალი
შსს-მ დუშეთის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანა ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილი პირების ვინაობა დადგინდა.

პოლიციელებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ გოგოლაურში დააკავეს ტარიელ ლ, რომელმაც ჩადენილი მკვლელობა აღიარა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics