04:00 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 00:26:56, 744 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებას შეეხებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, „დელტაში“ კი ბევრი გამოცდილი თანამშრომელი მუშაობს, მაინც საჭიროა მეტი ცოდნის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან.

მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით ერთგვარი გარღვევა მოხდეს და  სხვა ქვეყნებთან ერთობლივი საწარმოები შეიქმნას.

„ამ მიმართულებით  უკვე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები. ვმუშაობთ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ასევე ისრაელთან. არის საინტერესო ინიციატივები. ვგეგმავთ უფრო სერიოზული, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების, ჯავშანტექნიკის წარმოებასაც 2021 წლიდან“, - განაცხადა

ირაკლი ღარიბაშვილმა. მან  ამ ინიციატივასთან დაკავშირებით შესაბამისი მაგალითიც მოიყვანა.

„ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვაწარმოოთ დრონების კარკასი, მაგრამ ტვინი, რომელიც მისი მამოძრავებელია,  ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ერთობლივი საწარმოს შექმნა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics