|
2015-09-29 15:34:24, 686 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. „ნარუშილოვკების“ გაცემის წესი დარეგულირდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სპეციალური საშვები - ე.წ. „ნარუშილოვკები“ შსს-ს 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაიცემა. ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სპეციალური საშვების გაცემის წესი ბუნდოვანია და აღნიშნულის დარეგულირებისთვის მუშაობა დაწყებულია. "ეს საშვები გაიცემა 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ პროცესის ადმინისტრირება უფრო მარტივი გახდება. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს. აქვე ვიტყვი, რომ მინების დაბურვის ბრძანება და სხვა რეგულაციები, ამის პროექტები მზად არის," - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S. -ში პოლიციის უფროსი ლეიტენანტის გიორგი ბაბუნაშვილის ვიდეოინტერვიუ გავრცელდა. როგორც ბაბუნაშვილი ინტერვიუში აცხადებს, ე.წ. „ნარუშილოვკა“ შსს-ს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)