21:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 10:01:38, 671 ნახვა

სამართალი
8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული აფთიაქების უფლებამოსილი პირები ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების დარღვევით,  სისტემატურად ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემას. აღნიშნულ აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა. აღნიშნული დანაშაულებრივი გზით 8 აფთიაქის მიერ, 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 5 809 231ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პიველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics