01:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 23:46:05, 515 ნახვა

იოსებ ხახალეიშვილი: ვეტერანებს ჩვენგან შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართელოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისელ ვეტერანებს შეხვდა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოსთვის და  აქვთ უფლება, ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და აქვთ უფლება ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთრი აზრი. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საჭიროების შემთხვევაში ისინი პირველები დადგებიან ქვეყნის სადარაჯოზე. ვაფასებთ მათ საქმიანობას და ჩვენგან შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ.

ჩვენ დავიწყეთ განვითარების პროცესი, რომელიც სულ მალე ახლიდან აიღებს სტარტს, როგორც კი პანდემია დამთავრდება. ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფო არ ტოვებს თავის მოქალაქეებს მარტო, ეს დღევანდელობამაც გვიჩვენა. ჩვენ გვინდა, ვეტერანებს არ დასჭირდეთ საკუთრ უფლებებზე საუბარი და სახელმწიფოს მათთვის გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ჩვენ გეგმაში გვაქვს ქუთაისის განვითარება და ამის გაკეთება თითოეული მოქალაქის ჩართულობით. მალე ისევ გვესტუმრებიან ტურისტები, ავმოძრავდებით, განვვითარდებით ინფრასტრუქტურით და ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ეს არ არის იდეალიზმი, ეს არის ჩემი, როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

თავის მხრივ ქუთაისელმა ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ გაგებით ეკიდებიან პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას. ამავდროულად ისაუბრეს საკუთარ უფლებებსა და ვეტერანების თემის პრიორიტეტულ საკითხად წამოწევაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics