05:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 11:22:20, 664 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის  მოქალაქეები - 1983 წელს დაბადებული აიქუთ ო. და 1956 წელს დაბადებული ნაზიმე შ,  საქართველოს ორი მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული მალხაზ შ. და 1980 წელს დაბადებული ნათია ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მალხაზ შ-ს კუთვნილი ავტომანქანით, რომლის საბარგულშიც  ნათია ბ. და ნაზიმე შ. ჩვილ ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. 

ჩვილი - ჯემტურა შ.  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მოათავსეს.

 გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics