19:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 11:02:12, 655 ნახვა

სამართალი
შსს-მ გურიაში 1 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკომანია-ნარკობიზნესის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ნუგზარ ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას, 6 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1 კილოს და 302,01 გრამს იწონის.

" ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს",-აცხადებენ შსს-ში.

 გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების  ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics