|
2015-09-18 23:11:30, 704 ნახვა
სამართალი
უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა
მუხლი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განუსაზღვრა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "თბილსერვისის ჯგუფის" ეპიზოდზე სასამართლომ უგულავა დამანაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე საბოლოო სასჯელი 4,6 წლით განისაზღვრა. უგულავა იგივე მუხლით ბრალდებული იყო ასევე რიყის ეპიზოდზე, სადაც ის სრულად გამართლდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას გარკვეული პერიოდით საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ეზღუდება. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ბრალდებულს გააჩნია, აგრეთვე იგი სარგებლობს შეწყალების უფლებითაც. ცნობისთვის, დღეს დაცვის მხარემ „თბილსერვისისა“ და რიყის გასხვიების საქმეზე სასამართლო პროცესის 1 კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე სხდომაზე, მოსამართლემ უგულავას საშუალება მისცა, საბოლოო სიტყვა ეთქვა, თუმცა, ბრალდებულმა ამაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)