|
2015-09-18 22:46:38, 706 ნახვა
სამართალი
უგულავა სასამართლოს ეზოში დააპატიმრეს და საპატიმროში აბრუნებენ
ერთდღიანი თავისუფლების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კვლავ საპატიმროში დააბრუნეს. უგულავა სასამართლოს ეზოში დააპატიმრეს. უგულავამ დაპატიმრებამდე სასამართლოს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. „ამაზე ნუ იდარდებთ, მე იმხელა მუხტი მივიღე, კიდევ დიდხანს გავძლებ. ვარ მშვიდი ისე, როგორც არასოდეს.- განაცხადა გიგი უგულავამ. საქალაქო სასამართლოს ეზოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილ მერი გიგი უგულავა „თბილსერვისის“ ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ უგულავას, 6 თვით სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობაც აუკრძალა. „რიყის“ გასხვისების ეპიზოდზე კი, სასამართლომ თბილისისი ყოფილი მერი უდანაშაულოდ ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)