10:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 17:27:26, 1177 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის დაშავების თაობაზე მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყები მიერ გავრელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა სამხედრომ, არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო გარკვეული დაზიანებები.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ. პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, დასვენების დღეებში დათხოვნაში მყოფმა, არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო გარკვეული დაზიანებები, რის შედეგადაც ის მოხვდა საავადმყოფოში. თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც თავად დაურეკა 112-ს. თავდაპირველად ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებული სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მან უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics