23:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 20:36:52, 663 ნახვა

სამართალი
ადვოკატი ჩივიაშვილი: გიგი უგულავა გათავისუფლდება

ადვოკატი  გიორგი ჩივიაშვილი ვარაუდობს, რომ  რამდენიმე საათში დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდება. 
„როდესაც სასამართლო განხილვა დაიწყო,  პროკურატურას მცდელობა ჰქონდა,  აეცილება ჯერ ერთი მოსამართლე, რაზეც მან დასაბუთებული უარი მიიღო, შემდეგ  მცდელობა ჰქონდა, აეცილებინა მთლიანად შემადგენლობა. ეს ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მომხდარიყო პროცესის გაჭიანურება, არ დამთავრებულიყო და არ მომხდარიყო განხილვა დღევანდელ დღეს. სასამართლომ ეს არ გაიზიარა და აბსოლუტურად სწორად არ გაიზიარა. ახლა პროკურატურას აქვს ბოლო მცდელობა, როდესაც მან მოითხოვა, თითქოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობა და განაცხადა, რომ არ იცნობდა ამ გადაწყვეტილებას, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ორი დღეა სრულიად საქართველო ამ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.  შესაბამისად განუსაზღვრა აბსოლუტურად გონივრული დრო, 2 საათი. პროცესი 22:00 საათზე განახლდება.  გადაჭრით შემიძლია ვივარაუდო, რომ რამოდენიმე საათში გიგი უგულავა გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან, ვინაიდან სასამართლოს სხვა გამოსავალი აღარ დარჩენია“, – აღნიშნა ჩივიაშვილმა. 

ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის შესახებ მსჯელობას 22:00 საათზე განაახლებს. 
პროკურატურამ გონივრული ვადა ითხოვა, რის არგუმენტადაც დაასახელა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იცნობენ.  სასამართლომ, კი ბრალდების მხარეს 2 საათი განუსაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics