|
2015-09-17 12:05:29, 587 ნახვა
სამართალი
ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს
ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩააბარეს. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. „გუშინ, ათის ხუთი წუთიდან, უნდა ყოფილიყო დაუყონებლივ გათავისუფლებული გიგი უგულავა ციხის ადმინისტრაციის მიერ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ. თუმცა, გვესმის ათასგვარი სპეკულაცია პოლიტიკოსების მხრიდან, სასჯელაღსრულების მინისტრის მხრიდან და ასე შემდეგ, რომ თითქოს ამ საკითხზე მსჯელობა უნდა გამართოს სასამართლომ. ეს არის ტყუილი, უგულავა უნდა ყოფილიყო დაუყონებლივ გათავისუფლებული და მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონოა. თუმცა, წერტილი რომ დავუსვათ ყოველგვარ სპეკულაციას, რომ განსახილველი უნდა ყოფილიყო ეს საკითხი, ჩვენ მაინც მივამართეთ სასამართლოს. სასამართლოს თავისი ინიციატივით უკვე დილიდანვე უნდა მიეღო გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ და ჩვენი შუამდგომლობის შეტანა საჭირო არ უნდა ყოფილიყო“,- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მისივე თქმით, არ აქვს გონივრული მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად აღსრულდება, თუმცა ბასილაიას თქმით, სასამართლომ შუამდგომლობის ჩაბარებისთანავე, დაუყოვნებლივ, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას პატიმორბიდან გათავისუფლების თაობაზე. ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)