|
2015-09-17 09:39:23, 617 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი პირის პატიმრობის კანონიერებას
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი აღსრულების პროცედურაზე, საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებას აკეთებს. „ჩვენ საქმე გვაქვს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებასთან. ასეთი რამ საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი კონკრეტული პირის პატიმრობის კანონიერებას. რათქმაუნდა, გაცილებით ადვილი იქნებოდა თუ ხელთ გვექნებოდა სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც თეთრზე შავად ეწერებოდა, რომ კონკრეტული პირი არის უკანონო პატიმარი. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია წარიმართებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურა. მაგრამ ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კონრეტულად ერთი ბრალდებულის პატიმრობის კანონიერებაზე და ვერც იმსჯელა, არამედ მან იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობაზე, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება: პირველი - ამ სარეზოლუციო ნაწილის შესწავლა, მეორე - იმის გამიჯვნა, თუ რომელ ნორმაზეა საუბარი, მესამე - დაუყოვნებლივი მითითების გაცემა, რომ დაწესებულებების დირექტორებმა დაიწყონ იმ პატიმრების საქმეების შესწავლა, რომელთაც შეიძლება შეეხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომაც ხდება, ერთის მხრივ, იურიდიული დეპარტამენტისადმი დავალების გაცემა დასკვნისთვის და მეორეს მხრივ, პენიტენციური დეპარტამენტისთვის მითითების მიცემა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს ყველა დაწესებულებას და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა დაიწყონ იმ პატიმრების პირადი საქმეების შესწავლა, რომელთა მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება, იმისთვის რომ მოხდეს კანონით დადგენილი წესით მისი აღსრულება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მეირ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას მკაცრად გააკონტროლებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)