18:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 11:55:37, 609 ნახვა

სამართალი
„BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი/მ „იური ჩახვაშვილი“.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ე.წ. ,,ელიავას ბაზრობაზე“ ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე, უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს  ასაღებდა, როგორც „BOSCH“- ის ორიგინალ პროდუქციას. გამოძიების მიერ ამოღებულია „BOSCH“-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics