2015-09-03 10:42:42, 553 ნახვა
სამართალი
ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,,ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური“-ს ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან