|
2015-08-24 09:34:04, 578 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ , შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1966 წელს დაბადებული აბესალომ ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. სულ ამოღებულია: 3 შეკვრად დაფასოებული, 18,45688 გრ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,04614 გრ ჰეროინს შეიცავს, 9 აბი და 3 ნატეხი, საერთო წონით 4,319 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3839 გრ მეთადონს (მარილი) შეიცავს, 1 აბი „სუბოქსონი“, რომელიც 0,008 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს, ასევე, 0,06662 გრ მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 0,17977 გრ ნარკოტიკული საშუალება. ნარკოლოგიური შემოწმებით აბესალომ ყ-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)