09:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 11:56:24, 539 ნახვა

სამართალი
შსს–მ და საბაჟო დეპარტამენტმა ნარკოტრანზიტის ახალი მარშრუტი გამოავლინეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი გამოავლინეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონოდ შენახვის ბრალდებით, 4 პირი: ბრაზილიის ფედერაციის 2 მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული დე სილვა კამპოს ჟ. და  1981 წელს დაბადებული ლუის კარლოს მ, 1980 წელს დაბადებული, ეკვადორის რესპუბლიკის მოქალაქე ლიზარდო პ. და 1957 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე ლევის გ. დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დე სილვა კამპოს ჟ,  ლიზარდო პ, ლუის კარლოს მ. და ლევის გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ დე სილვა კამპოს ჟ-სგან და ლიზარდო პ-სგან  196  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილო და 228,84 გრ კოკაინია, ხოლო ლევის გ-ს და ლუის კარლოს მ-ს ჩხრეკისას  ამოღებულია 3 კილო კოკაინი.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც სატრანზიტო გადაზიდვის მიზნით, ბოლო ერთი  თვის განმავლობაში საქართველოში 12 კილოზე მეტი კოკაინი უკანონოდ შემოიტანეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics