06:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-15 03:13:16, 545 ნახვა

სამართალი
ხარშილაძე წლის ბოლომდე გათავისუფლდება ძაძამია კი სასამართლოდან გაუშვეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ. 
მოსამართლე ეკა არეშიძის  გადაწყვეტილებით ხარშილაძე 1 წელი და 9 თვე, ხოლო ძაძამიას კი 11 თვე 41 დღე შეეფარდა.

მიხეილ ძაძამიას ამინისტიის შესახებ 2012 წელს მიღებული კანონის შესაბამისად განსაზღვრული სასჯელი 8 თვითა და 23 დღით შეუმცირდა, რაც მას უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აღარ მოიწევს. იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა და პატიმრობაში აღარ დარჩება. 
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ ძაძამიასთვის შეფარდებული გირაო, 2 ათასი ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics