03:29 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:14:50, 613 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM) მხარდამჭერი პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც კომპანია "ლუისბერგერის" ინსტიტუციური დეპარტამენტის დირექტორი დაფნე ბენაიოუნი ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ „ექსპრესნისუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

 მათივე ინფორამციით, „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის“ მესამე ფაზის განხორციელების მხარდასაჭერად, საქართველოში  მიმდინარე წლის 20 იანვრიდან დაიწყო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი და მისი მიზანია, ფინანსთა სამინისტროსთვის,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის საკითხებში ხელშეწყობა.

 აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა 28 თვეა და იგი მთლიანად ორიენტირებულია ბენეფიციარი უწყებების მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან, რათა სამინისტროს საჭიროებები და მოთხოვნები პასუხობდეს  PFM-ის მიზნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics