13:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 19:22:15, 5686 ნახვა

სამხედრო
ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოასვენებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ერაყში გარდაცვლილი გენადი ცენტერაძის მამას პირადად შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში საქართველოს გარდაცვლილ მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოვასვენებენ. ასევე, დაბრუნდებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 2 ახალი რეისის დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით: 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი- მადრიდი-თბილისის მიმართულებით, 2 მაისს კი, თბილისი - პრაღა-თბილისის მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics