|
2015-08-10 16:13:40, 652 ნახვა
სამართალი
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: სარჩელი მიმართულია არა ტელეკომპანიის, არამედ მისი მესაკუთრეების წინააღმდეგ
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ წართმეული „რუსთავი 2“–ის წილის დასაბრუნებლად, ქიბარ ხალვაშმა ბრძოლა 2008 წელს დაიწყო და საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. აქვე, ხალვაშის ადვოკატი ირწმუნება, რომ პრეტენზიები მიმართულია არა „რუსთავი 2“-ის, როგორც ტელეკომპანის, მისი ჟურნალისტების, არამედ ტელეკომპანიის ნომინალური მესაკუთრეების წინააღმდეგ. „4 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და ქონების დაყადაღება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის დეკემბერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო ზეწოლით უკანონოდ წართმეული „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. ეს ფაქტი აღწერილია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის 25 თებერვლის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებაში. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი პრეტენზიები მიმართულია არა რუსთავი 2-ის, როგორც ტელეკომპანის, მისი ჟურნალისტების, არამედ ტელეკომპანიის ნომინალური მესაკუთრეების წინააღმდეგ. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნები ტელეკომპანიის ჟურნალისტების საქმიანობისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები და პირები ცდილობენ კერძო სუბიექტებს შორის დავის საკითხის პოლიტიზებას. ჩვენ დაინტერესებული ვართ, სამართლებრივი დავა, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანით წამოვიწყეთ, ქართული და საერთაშორისო საზოგადოებების მონიტორინგისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში მიმდინარეობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა სასამართლო დავის განხილვის ყველა ეტაპზე. სწორედ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ სასამართლო პროცესი წარიმართოს გამჭვრვალედ და არ მოხდეს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სიტყვის თავისუფლებას. ჩვენ მზად ვართ ღია თანამშრომლობისთვის მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და დაიტერესებულ საზოგადოებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)